20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სტიქია ლენტეხში - გარესამყაროს მოწყვეტილი 20 სოფლიდან, ნაწილთან მისასვლელი გზა აღდგა

ლენტეხში გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გარესამყაროს მოწყვეტილი 20 სოფლიდან დამაკავშირებელი გზა ნაწილთან აღდგა. ამ დროისთვის მოწყვეტილი რჩება მხოლოდ ოთხი სოფელი, მათგან ერთს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ამ წუთებში ტრანსპორტის გადაადგილება დროებითი გზის მეშვეობით ხდება, ღამით, უსაფრთხოების მიზნით გზა ისევ ჩაიკეტება. სამუშაოები დილით გაგრძელდება.

ლენტეხში სტიქიის რამდენიმე კერა იყო. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ცენტრალური გზა და დააზიანა ხიდები.

დღის ამბები