11 სექტემბერი 2026,   23:16
ვრცლად
ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილი გადალახა და მე-7 ადგილზეა

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველ ნაწილში 44 სპორტსმენს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ხვალ, ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ნაწილშიც მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდებიან.

ფინალში გასასვლელად, საერთო ჯამში, საჭიროა, რომ ნინო სალუქვაძე 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.

საქართველოს დელეგაციის მედროშისთვის ტოკიო-2020 მეცხრე ოლიმპიადაა.

დღის ამბები