02 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
"ტყვლიპე," "გიბონა," "ვიტო" - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან

საქალაქო სასამართლოში "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულების პროცესი დაიწყო.

გახმაურებულ საქმეზე დაკავებული 13 პირი მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩა. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, წევრობისა და მხარდაჭერისთვის დაკავებულ პირებს გირაოზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ ისინი მტკიცებულებებს გაანადგურებდნენ და მოწმეებზე ზეწოლას განახორციელებდნენ.

"ტყვლიპე," "გიბონა," "ვიტო" და "გლეხოვიჩი" დაუსწრებლად, ეს მხოლოდ ნაწილია მოქალაქეებისა, რომლებიც ბიზნესწილების გადანაწილებაში ე.წ. ქურდული მეთოდებით მონაწილეობდნენ. 7-დან 10 წლამდე პატიმრობა დაკავებულებმა, შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო მიიღონ, რომ ტრაქტორის გამო დაწყებული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს.

დღის ამბები