06 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
ხალხმრავლობა თბილისის აეროპორტში - გულშემატკივარმა ძიუდოისტებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო

დღეს გამთენიისას ხალხმრავლობა იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გულშემატკივარმა საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიურ ნაკრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ძიუდოში საუკეთესო შედეგია.

გულშემატკივარი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, არხილოსკალოელ ლაშა ბექაურს.

ამასთან, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედლების რაოდენობა დღეს ექვსამდე გაიზარდა.

ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა წყალტუბოელმა, იაკობ ქაჯაიამ შესძინა. ფინალში ქაჯაია ტურნირის ფავორიტთან, ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავესთან დამარცხდა.

დღის ამბები