20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
"გასაკვირვებლად მეტი ადგილია გაუქმებული ვაქცინაზე, რაც იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა სისტემის ხელოვნურად გადატვირთვა ხდებოდეს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაზე ჯავშნები საგრძნობლად და გასაკვირვებლად უქმდება, რაც იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა სისტემის ხელოვნურად გადატვირთვა ხდებოდეს. 

"გასაკვირვებლად მეტი ადგილია გაუქმებული ვაქცინაზე. შესაძლოა ვიღაცამ, ვთქვათ, "სინოფარმით" ვაქცინაცია გადაიფიქრა, იმიტომ, რომ "ფაიზერი" მოუნდა, მაგრამ "ფაიზერზეც" საგრძნობლად ბევრი ჯავშნის გაუქმება, უკვე ჩვენში ეჭვს იწვევს, ხომ არ ხდება სისტემის ხელოვნურად გადატვირთვა,"- აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები