03 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
კალიფორნია თითქმის 1 თვეა ხანძრის კერებს უშედეგოდ ებრძვის - ამ დროისთვის დაკარგულად 4 ადამიანი ითვლება

კალიფორნია თითქმის 1 თვეა ხანძრის კერებს უშედეგოდ ებრძვის. ამ დროისთვის დაკარგულად 4 ადამიანი ითვლება. სამართალდამცველები მათ მოსაძებნად დახმარებას ადგილობრივებს თხოვენ.

ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. განადგურებულია 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დამწვარია ათასობით ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარს ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი მეხანძრე უშედეგოდ ებრძვის.

სტიქია ჩრდილოეთისკენ მიიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე კიდევ 14 ათას შენობა-ნაგებობას ემუქრება. სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ცეცხლის კერები შესაძლოა განზრახ იყოს გაჩენილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები