28 აგვისტო 2026,   22:33
ვრცლად
რთული ეპიდვითარების გამო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით კლინიკების გარდა სოფლის ამბულატორიებშიც დაიწყო

ურთულესი მდგომარეობის გამო ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით კლინიკების გარდა დაიწყო სოფლის ამბულატორიებშიც. მედპერსონალმა სპეციალური გადამზადება გაიარა. მათ შორის არის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი ნიქოზი. დასახლებაში პირველმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ამბულატორიის ხელმძღვანელმა გაიკეთა.

ადგილობრივ მოსახლეობას ცოცხალი რიგის პრინციპით სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინაცია შეეძლებათ. პირველ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 5 ამბულატორიაშია შესაძლებელი იმუნიზაციის ჩატარება.

დღის ამბები