საქართველო პანდემიის პიკშია. იმდენად მძიმეა კლინიკებში არსებული მდგომარეობა, რომ პაციენტების გაწერა სამედიცინო დაწესებულებიდან ვადაზე ადრე ხდება.
სპეციალისტების პროგნოზით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა 20 აგვისტომდე არის მოსალოდნელი.
ქვეყანაში საველე ჰოსპიტლებისთვის სივრცეებს არჩევენ. თუ საგანგაშო სტატისტიკის ტენდენცია გაგრძელდება, ინფიცირებულებს კლინიკების და სასტუმროების გარდა, კიდევ სხვა - საგანგებოდ შექმნილ ზონებში მოათავსებენ.
პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, ჯანდაცვის უწყებამ საველე ჰოსპიტლების თემა, პირველად ახსენა და განმარტა, რომ სისტემას პაციენტების მიღება დღითიდღე ურთულდება.
უკვე მეორე დღეა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5 000-ზე მეტია, ბოლო ორ დღეში ვირუსს 100-ზე მეტი COVID დადებითი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფექციონისტები საგანგაშო სტატისტიკის მართვისა და ახალი პაციენტების ნაკადის შეჩერების უმთავრეს გზად, ვაქცინაციას ასახელებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით. ქვეყანაში ორჯერადად აცრილებში, გარდაცვალების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ აცრების მთავარ დანიშნულება სიცოცხლის შენარჩუნებაა.