17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
მსოფლიო ძლიერ ხანძრებს ებრძვის - სტიქიას იტალიაში 1 ადამიანი ემსხვერპლა, რთული მდგომარეობაა კვლავ საბერძნეთშიც

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა კვლავ ძლიერ ხანძარს ებრძვის. სტიქიას იტალიაში 1 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 800-ზე მეტი ცეცხლის კერაა, რაც წლიურ მაჩვენებელს 2- ჯერ აღემატება. ხანძრის განზრახ გაჩენისთვის დაკავებულია 1 პირი.

მეორე დღეა ხანძარია ალჟირშიც - დაღუპულია 65 ადამიანი. ქვეყანაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კვლავ რთული მდგომარეობაა კუნძულ ევიაზე და პელოპონესის რეგიონში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს. დამწვარია საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონებში ასობით მეხანძრე და ტექნიკაა მობილიზებული. საბერძნეთს დასახმარებლად ვერტმფრენები ევროკავშირის სახელმწიფოებმა გაუგზავნეს, რის შედეგადაც ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია. 

თითქმის ერთი თვეა ცეცხლის კერებს ვერ აქრობენ კალიფორნიაში. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ათასობით ჰექტარი ტყის მასივი. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის კერებს 6 ათასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის კერების მხოლოდ 30%-ია ლოკალიზებული.

დღის ამბები