ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართველი სპორტსმენებმა ტოკიოდან 8 მედალი ჩამოიტანეს. - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოქროს მფლობელები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ,
სულ ცოტა ხნის წინ ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სპორტსმენების ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
როგორც აქამდე იყო ცნობილი ოქროს მედლის მფლობელები პრიზად მილიონ ლარს მიიღებდნენ. ამჯერად კი ცნობილი გახდა რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი 250 000 ლარი იქნება.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი