NBA-ის საზაფხულო ლიგის დასკვნით შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი" "დენვერს" შეხვდა, სადაც კიდევ ერთი ქართველი გიორგი ბეჟანიშვილი გამოდის.
საზაფხულო ლიგის არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ორმა ქართველმა ითამაშა.
შეხვედრა "დენვერის" გამარჯვებით დასრულდა - 94:87. ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულით, 1 პასითა და 1 დაფარებით შემოიფარგლა. მამუკელაშვილმა კი 22 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარებაა. სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.