კიდევ ერთი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი თბილისში - დღეიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება. ცენტრი წინანდლის 9 ნომერში მდებარეობს.
"ფაიზერით“, "სინოვაკითა“ და "სინოფარმით“ აცრა აქ ყოველდღე დილის ათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, 4 სექტემბრამდე ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები ქალაქის რამდენიმე წერტილიდან მოემსახურება.