პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ "მერმისს" ეწვია, სადაც რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და დაინტერესდა, როგორ ემზადება კოლეჯი სტუდენტთა შერჩევისთვის.
სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შექმნილი იქნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.