20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მოათავსეს

საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები განათავსეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა ტიპის სიმძიმის პაციენტები არიან ამ დროისთვის მოთავსებულები საველე ჰოსპიტალში.

"საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქ არიან მოთავსებულები პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია და საველე ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია. ეს ასეც იყო დაგეგმილი. მძიმე პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში არც იგეგმებოდა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები