20 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ჰოსპიტლებთან ახლოს შესაძლოა დამატებითი სივრცეები მოეწყოს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა ჰოსპიტლებთან ახლოს დამატებითი სივრცეები მოეწყოს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა, იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე, ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები