03 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
რატომ მოკლა 24 წლის გოგომ 80 წლის მამაკაცი - "კურიერი" მეზობლებს გაესაუბრა

რას ყვებიან რუსთავში 80 წლის მოკლული მამაკაცისა და სავარაუდო დამნაშავის მეზობლები მომხდარის შესახებ - "კურიერმა" რამდენიმე მათგანთან გასაუბრება შეძლო. მათი განცხადებით, ურთიერთშელაპარაკების ხმა არ გაუგიათ. მათივე თქმით, ისინი დაკავებულს არ იცნობენ და ახალგაზრდა ქალი მათ მეზობლად, დაახლოებით, ორი თვის წინ გადავიდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მეზობელ ქალსა და მოხუცს მამაკაცს შორის კონფლიქტი თანხას უკავშირდება. კერძოდ, მეზობელი ქალი მამაკაცთან ფულის სასესხებლად მივიდა, თუმცა კაცმა ის უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა ასაკოვან მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოგვიანებით კი, უკვე სხვა მეზობლებთან ერთად, ვითომდა ფულის სასესხებლად, კვლავ მოხუცის სახლში დაბრუნდა. ბრალდებულმა კვალის არევის მიზნით პოლიცია თავადვე გამოიძახა.


დღის ამბები