20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
დასეტყვილი და განადგურებული ვენახი, ატმისა და საზამთროს ბაღები - კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა სეტყვამ კახეთში მოსავალი გაანადგურა, დასეტყვილია ატმის და საზამთროს ბაღები, განადგურებულია ვენახები. 

ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანისა და ყვარლის რაიონის 5 სოფელი დაზარალდა, სტიქიამ ვენახების 90 პროცენტი გაანადგურა.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც ქონება დაზღვეული არ ჰქონდა, ხელისუფლებისგან დახმარებას და ბანკებთან შუამავლობას ითხოვს.

მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ მათ საკუთარი ვენახების გაყიდვაც კი მოუწიოთ ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად.

სეტყვასთან ერთად რეგიონში იყო ძლიერი ქარი, წაქცეულია მრავალწლიანი ხეები და დაზიანებულია სახურავები.

დღის ამბები