20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
"არ იყო მძიმე მდგომარეობაში და მისი კლინიკაში გადაყვანის საკითხი არ იდგა" - კოორდინატორი საველე ჰოსპიტალში გარდაცვლილის შესახებ

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და დღის წესრიგში მისი კლინიკაში გადაყვანა არ დამდგარა.

მისი თქმით, 76 წლის მამაკაცს გული გაუჩერდა. 

"საშუალო სიმძიმის პაციენტი იყო. არ მომხდარა ისეთი რამ, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დამდგარიყო დღის წესრიგში. პაციენტი არ იყო მძიმე მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, იმყოფებოდა აპარატზე, მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობით ჟანგბადი. დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო,"-აცხადებს მერაბ ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 76 წლის მამაკაცი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახლიდან ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პაციენტი რამდენიმე დღის წინ შემიყვანეს. 

ამ დროისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 82 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები