17 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
ამერიკულმა ძალებმა ქაბულის აეროპორტთან დრონით თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბეს

ამერიკულმა ძალებმა ქაბულის აეროპორტთან დრონით თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტზე მორიგი ტერაქტი იგეგმებოდა. ავტომობილში სულ მცირე ერთი ადამიანი იჯდა, ის "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული პირი იყო.

მსოფლიო ლიდერების განცხადებით, თალიბანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს.

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს კანადის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ონლაინ შეხვედრას გამართავენ.

 

დღის ამბები