06 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება - კახა კალაძე ისნის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს "ქართული ოცნების" თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ისნის მოსახლეობას შეხვდნენ.

კახა კალაძე და კახა ლაბუჩიძემ შეხვედრები ვაზისუბნის დასახლებიდან დაიწყეს. ისინი იმყოფებოდნენ ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ნავთლუღის დასახლებაში და ქეთევან დედოფლის გამზირზე.

მათ მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ამასთან ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსახლეობასთან ვაზისუბანში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ამ რთულ ვითარებაში ყველამ დავაფასეთ, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. მთავარია ჯანმრთელად იყოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, სხვა ყველაფერი იქნება. ერთი რამ იცოდეთ, რომ არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება. ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა, ეტყობა ცვლილებები ქალაქს.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს მივხედავთ, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. მე მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ლაბუჩიძეს, ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაცაა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ხედავთ, რომ ჩვენს გარდა თბილისზე და აქ არსებულ პრობლემებზე არავინ საუბრობს, შესაბამისად, მე მჯერა, რომ თბილისელები ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ,"- განაცხადა კახა კალაძემ

შეხვედრას პარლამენტსა და საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატები და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები