დიდუბის მოსახლეობას "ლელოს" კანდიდატები ბადრი ჯაფარიძე, ანა ბიბილაშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი დიტო აბაშიძე შეხვდნენ.
შეხვედრა ამომრჩეველთან წერეთლის გამზირზე გაიმართა. კანდიდატებმა დიდუბელებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
"ჩვენ გვაქვს თბილისის განვითარების ხედვა, გვაქვს ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი კომპლექსურად. ჩვენ გვაქვს ხედვა თითოეული ნაკვეთისთვის, ქუჩისთვის და შემიძლია გითხრათ როგორ უნდა განვითარდეს მუშტაიდი, ელიავა," - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.