20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
შრომის ინსპექცია ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარი ანაზღაურების საკითხს სწავლობს, ზარალი აუნაზღაურდებათ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკებში ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია 2 კლინიკაში დაფიქსირებულ შემთხვევებს სწავლობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, შრომის ინსპექცია დამატებით, 111 კლინიკის შემთხვევებსაც შეისწავლის და დისბალანსის დამტკიცების შემთხვევაში დაზარალებულ მედპერსონალს დანაკლისი აუნაზღაურდებათ. 

"ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს დღეს კონკრეტულად 2 კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის განცხადება შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს ის შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. მე დარწმუნებული ვარ, მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც დღეს მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს არის ძალიან დაბალი ზღვარი და უტოლდება თითქმის დანაშაულს," -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები