პაციენტების რაოდენობა საველე ჰოსპიტლებში შემცირდა - ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 70-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში დღემდე ძირითადად ხანში შესული პაციენტები გადაჰყავდათ, თუმცა ვითარება შეიცვალა და სპეციალურ ზონაში ბოლო პერიოდში მოთავსებულ პაციენტთა ასაკი გაახალგაზრდავებულია.
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში დღეს 44 წლის ახალგაზრდა მიიყვანეს, რომელიც ჟანგბადდამოკიდებულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 2 პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა გახდა საჭირო, ვინაიდან მათი სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესდა.
"დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 68 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა 2 რეფერალი პოლიპროფილურ კლინიკაში ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო.
ბინაზე გაეწერა 5 პაციენტი. ამ ეტაპზე მეტწილად პაციენტები გვრჩებიან ისევ ჟანგბადდამოკიდებულები, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი სხვადასხვა ინტენსივობით, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტები. დღესაც იგეგმება გაწერები ბინაზე," - აცხადებს ქავთარაძის პირველი ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი.