20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ

ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ. 49 წლის შალვა მელიქიშვილთან ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა, თუმცა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე. შალვა მელიქიშვილი ბანკში გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელის დაკავება სამართალდამცველებმა სამსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლეს.

გამოძიება შალვა მელიქიშვილს ტერორიზმს, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

დღის ამბები