16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ძალიან ბევრი პრობლემაა ეკომიგრანტების, რომელიც დაკავშირებულია ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებასთან - სოზარ სუბარი

თორნიკე რიჟვაძე აჭარიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებული ოჯახების პრობლემებს ეცნობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამჯერად ამ მიზნით წალკაში იმყოფებოდა. ადგილობრივებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარიც ესწრებოდნენ.

"არის ძალიან ბევრი პრობლემა ეკომიგრანტების და ეს პრობლემები არის დაკავშირებული ძირითადად ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებასთან.

ვიბრძოლებთ, რომ მოვნახოთ რაც შეიძლება კარგი და ღირსეული გამოსავალი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ და ააყვავეს აქაურობა, მაგრამ ისე, რომ მათ ამ დროს ხელში არ უჭირავთ საბუთი, რომ ან მიწა, ან სახლი არის მათი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები