სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ისევ საგანგებო რეჟიმის პირობებშია.
ისევ მაღალია კლინიკებში მძიმე პაციენტების რაოდენობა, 300-ზე მეტი ინფიცირებული ამ დრომდე ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
ჯანდაცვის მინისტრმა საჭირო პრევენციული ზომების მიღებაზე გაამახვილა ყურადღება. ეკატერინე ტიკარაძემ რეკომენდაციების შემუშავება სპეციალისტებთან ერთად უკვე დაიწყო.
ეპიდემიოლოგიურ რისკებს ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები ქმნის. გასულ დღეებთან შედარებით აცრების რაოდენობა დღეს კიდევ უფრო შემცირებულია.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ იმუნიზაციის ტემპი არ მოიმატებს, ეს მოცემულობა დაბალი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. თენგიზ ცერცვაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში რეგულაციების დაწესება გარდაუვალი გახდება.
დაბალი საზოგადოებრივი იმუნიტეტის პირობებში ახალი შტამების გავრცელების საფრთხე დიდია.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე მოზრდილი მოსახელობის 25,6 % -ია აცრილი. იმისთვის, რომ მოსალოდენელი მე-5 ტალღა მარტივად გადაიტანოს ქვეყანამ, მხოლოდ ოქტომბრამდე 3 მლ 400 ათასი აცრა უნდა გაკეთდეს.