20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ტონამდე გახრწნილი ხორცი ბათუმში - რომელ მაღაზიებსა და რესტორნებს აწვდიდა ვადაგასულ პროდუქტს ქალაქის ერთ-ერთი საწყობი

ხორცპროდუქტები გახრწნილ მდგომარეობაში, რომელსაც მწერი ეხვევა, ბათუმში ერთ-ერთ საწყობში იპოვეს - ერთ ტონამდე გაფუჭებული პროდუქტი ქუთაისის ქუჩაზე ხორცის მაღაზიის გვერდით მდებარე სათავსოში ხარისხის კონტროლმა აღმოაჩინა.

"კურიერის" ინფორმაციით, საწყობიდან სწორედ ეს მაღაზია მარაგდებოდა, თუმცა თანამშრომლები ამას კატეგორიულად უარყოფენ.

მაღაზიაში განთავსებულ ხორცპროდუქტს სტანდარტების დამადასტურებელი ნიშანი და შესაბამისი დოკუმენტაცია აქვს, მაგრამ როგორც "კურიერმა" გაარკვია, ისინი გაფუჭებულ ხორცს ამუშავებდნენ და ნახევარფაბრიკატებში იყენებდნენ.

ხორცის საწყობი აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა და დალუქა.

ხორცპროდუქტების რეალიზაცისთან დაკავშირებული გადაცდომები აჭარის ტერიტორიაზე ხშირია. დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს კვების ობიექტებში სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ტონა ცხენის ხორცი.

სპეციალისტები  მომხმარებლებს მოუწოდებენ, ხორცპროდუქტების შეძენამდე  ხარისხის ნიშანი გადაამოწმონ.

დღის ამბები