სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით "ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები" გაიმართა.
მდუმარე აქცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა და მას ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად დაესწრო.
მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზ და-ძმებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში თანაცხოვრება გარდაუვალი პროცესია.