28 აგვისტო 2026,   23:04
ვრცლად
ლენტეხის მერობის "ოცნების" კანდიდატი უხუცესებს შეხვდა

ლენტეხის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უხუცესებს შეხვდა. გია ონიანმა მათთან სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განიხილა.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ლენტეხი ტურისტული კუთხით უფრო მეტად განვითარდება, მოხდება მეწარმეობის ხელშეწყობა და ადგილობრივების დასაქმების უზრუნველყოფა.

შეხვედრის მონაწილე უხუცესები ამბობენ, რომ კანდიდატს კარგად იცნობენ, იციან მისი ბიოგრაფია, მოსწონთ სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული არიან, რომ გია ონიანის მერობის შემთხვევაში, ლენტეხი კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

 

დღის ამბები