20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"დღეს არის მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. სოხუმის დაცემის დღე და გარდა ამ დღის სიმძიმისა, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, დაკარგულ ურთიერთობებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დღეს დაშვებულია დროშები. 

დღის ამბები