წყალტუბოში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმყოფებოდა.
მინისტრის განცხადებით, გუშინ ზესტაფონსა და თერჯოლაშიც დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა, ცოტა ხნის წინ ახმეტაში. რამდენიმე დღეში კი ახალი საზოგადოებრივი ცენტრი კასპში გაიხსნება.
მინისტრის განმარტებით, 2022 წელს სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლების მშენებლობა დასრულდება.