საქართველოში გლოვის დღეა - ქვეყანა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს გლოვობს.
ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები ღამის 00:00 საათიდან დაუშვეს.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება დაღუპულთა მემორიალური ღონისძიებები.
7-სართულიანი სახლის სადარბაზო მოულოდნელად, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა 10 ადამიანი - 9 დაიღუპა, აქედან 3 ბავშვია. საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცი. ექიმები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ, თუმცა უკვე სტაბილურად აფასებენ.