20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"დელტა" შტამი მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს, 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და 2-ჯერ ზრდის გარდაცვალების რისკს - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, "დელტა" შტამი ბევრად დამაზარალებელია, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები ამის დასადასტურებლად კი ის, კანადის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას იშველიებს:

"ვიცით, რომ "დელტა" შტამი ბევრად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა 2 დღის წინ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შტამის შემთხვევაში ინფექციები 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ასევე, თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი და თითქმის 2-ჯერ იზრდება "დელტა" შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს დაავადების მართვის კუთხით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები