26 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
რომის პაპი მსოფლიო ლიდერებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

რომის პაპი მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ექსკლუზიურად BBC-სთვის ჩაწერილ განცხადებაში. რომის პაპმა ფრანცისკემ, მომავალ კვირას, გლაზგოში გასამართი გაეროს კლიმატის კონფერენციის წინ, მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ "ეფექტური რეაგირებისკენ" და მომავალი თაობებისთვის "კონკრეტული იმედის" შეთავაზებისკენ მოუწოდა.

ვატიკანიდან BBC Radio 4-ის საშუალებით გაჟღერებულ მიმართვაში პაპმა კოვიდ-პანდემიის კრიზისის, ეკონომიკური სირთულეების და კლიმატის ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა მიღებულ იქნას ეფექტური გადაწყვეტილებები, რათა არ მოხდეს იმ "შესაძლებლობების განიავება" რომელსაც ეს გამოწვევები წარმოშობს.

"ჩვენ შეგვიძლია ამ კრიზისებთან უკან დავიხიოთ პროტექციონიზმის, იზოლაციის და ექსპულატაციის გზით, ან დავინახოთ მათში რეალური შანსი ცვლილებებისათვის" - თქვა პონტიფმა. პაპმა ხაზი გაუსვა "სამყაროს წინაშე საერთო პასუხისმგებლობის" გრძნობის საჭიროებას და დასძინა, რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია შევიტანოთ საკუთარი წვლილი კოლექტიურ რეაგირებაში იმ უპრეცენდენტო საფრთხის წინააღმდეგ, რასაც კლიმატური ცვლილებები ჩვენს საერთო სახლს, დედამიწას უქმნის.

პაპი ფრაცისკე მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავადაც აპირებდა დასწრებოდა გლაზგოს კონფერენციას და მისი მიმართვის ტექსტი უკვე გამზადებული იყო, თუმცა, ვატიკანის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, 84 წლის პაპი ფრანცისკე შეხვედრას ვერ დაესწრება.

წყარო: BBC

ავტორი: დაჩი წურწუმია

დღის ამბები