დღეს კოვიდსტატისტიკამ თავისი სიმძიმით ბოლო დროის ახალი რეკორდი მოხსნა - ბოლო 24 საათში ვირუსმა ქვეყანაში 67 ადამიანი იმსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებას - გამოვლენილია 4 104 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11%-ს აჭარბებს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკური სექტორი ვერ აუვა გაზრდილი ნაკადების მართვას.
"ყველაფერს ზღვარი აქვს, ჯანდაცვის სექტორი უნდა გამოვცადოთ ზეზღვრულ დატვირთვებზე. უკვე მეხუთე ტალღის პიკია, მაგრამ, ჯერჯერობით, ექიმის გარეშე არავინ დარჩენილა. უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსს მუტაცია ახასიათებს და სწორედ მუტაციური ვარიანტები ვრცელდება.