03 მაისი 2024,   19:28
ვრცლად
კანადაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა შტორმს კანადაში. ვანკუვერში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება ორი მოქალაქე. სტიქიის გამო შეიზღუდა გადაადგილება. მიმდინარეობს ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

150 ათასზე მეტი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ, ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

დღის ამბები