03 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო, არსებული კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო, ევროკავშირი- ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ბელარუსის მხარე ავრცელებს.

ლუკაშენკოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლიდერები საზღვარზე არსებულ კრიზისს ევროკავშირის დონეზე განიხილავენ.

გერმანული მხარის განცხადებით, საზღვართან თავმოყრილი ადამიანებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და მათთვის დაბრუნების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა საჭირო.

დღის ამბები