24 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
ზუგდიდში დევნილებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა - გარემონტებული ბინები 600 ოჯახს გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში, 1400-მდე ოჯახი განსახლდა და შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა საცხოვრებელი 89 ნგრევადი შენობა დაიხურა.

2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

დღის ამბები