26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
"ომიკრონი", შესაძლოა, უკვე ამერიკაშიც იყოს - მსოფლიო ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემდეგ, ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრები დაკეტა.

კარანტინს აწესებს შვეიცარია ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან და ეგვიპტიდან შესული პირებისთვის. ხოლო სამხრეთ აფრიკიდან პირდაპირ ფრენებს სრულად აჩერებს.

სამხრეთ აფრიკასთან საზღვრები ჩაკეტა ავსტრალიამაც და სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა აფრიკის 9 სახელმწიფოდან ყველა შემომსვლელისთვის.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ ახალი ვარიანტი უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს.

ახალ ზომებს იღებენ დიდ ბრიტანეთშიც, ყველას ქვეყნის საზღვრის კვეთის დროს PCR ტესტის ჩატარება მოუწევს. "ომიკრონით" ინფიცირებულების კონტაქტებს კი 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ევალებათ. სავაჭრო ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

დღის ამბები