26 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
ვითარება სასამართლოსთან კვლავ დაძაბულია - პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან განარიდა, აქციის მონაწილეები გზის სრულად გადაკეტვას ცდილობენ

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანში, გზის სავალი ნაწილის სრულად გადაკეტვას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავის არეში დაზიანება მიიღო - მას გაურკვეველი საგანი ესროლეს. აქციაზე ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორიც დაშავდა. 

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა რამდენიმე მხარდამჭერი ტერიტორიას განარიდეს. ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებას პოლიციის მხრიდან. 

 

დღის ამბები