შინაგან საქმეთა მინისტრმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.
ვახტანგ გომელაურმა, როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.