2024 წლის 15 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, კლაუდიო კაჟადო სამპაიოს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობასა და საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა. ბატონმა კლაუდიო კაჟადომ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრაზილიის ურყევი მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ბრაზილიელი დეპუტატის შეხვედრები საქართველოს პარლამენტში და მისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე სოფელ ოძისში.