20 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები გადასცა

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა.

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

გამოყენებული იქნება ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე "ზარის პრინციპით" შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის.



დღის ამბები