28 აგვისტო 2026,   22:35
ვრცლად
ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სავარაუდოდ, აფეთქებითი სამუშაოები გახდება საჭირო

ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სავარაუდოდ, აფეთქებითი სამუშაოები გახდება საჭირო - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს.

მესტია-უშგული-ლასდილის მონაკვეთზე, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. კლდე დღის პირველ ნახევარში ჩამოიშალა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეები, საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადმოჰყავს.

ადგილზე გეოლოგს ელოდებიან. 

დღის ამბები