ქართული დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს.
კონგრესმენმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ამერიკამ საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააორმაგოს. "რუსეთის მხრიდან უკრაინის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ. საქართველოს ერთი მესამედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული,"- წერს კიზინგერი.