20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
დავით სერგეენკო კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭებას არ ემხრობა

პარლამენტში პანდემიის მართვის საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმინეს - ჯანდაცვის კომიტეტის თემატურმა ჯგუფმა მეორე ზეპირი მოსმენა გამართა.

შეხვედრის შემდეგ კანონმდებლებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ღიად განაცხადა, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭებას არ ემხრობა.

"არ ვემხრობი ამას და ამას თავისი დასაბუთება აქვს, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. ვირუსს ახასიათებს თვისება, რომელსაც რამოდენიმე თვეში ის იცვლის ბუნებას და ის შეიძლება გახდეს გადამდები.

ვაქცინაცია ანახევრებს გადადების რისკს და 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. მოცემულობა არის, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, 100%- იანი არაფერია, გარანტია არ არის, რომ ისევ არ დამემართება კოვიდი. ამიტომ უვადოს მიცემა, ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას,"- განაცხადა სერგეენკომ.

დღის ამბები