პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ - მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაცია, ეროვნული ვალუტა - ეს არის თემები, რაზეც ოპოზიციას კრიტიკული კითხვები აქვს - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ამ წუთებში კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება! იქამდე კობა გვენეტაძემ მომავალი წლების სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
ოპოზიციის შეფასებით ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ, მათთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. მათი თქმით, სებ-ის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, 2021 წლის ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარებაა, ამ წნეხის მოხსნის შემდეგ კი შესაბამისად ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდება:
"ეს ინფლაცია, რომელიც არის თანმდევი იმ მოვლენების რომელიც მოყვა პანდემიის დაწყებას და უმრავლეს ქვეყანას უწევს რომ გაუმკლავდეს ამას. როდესაც ვამბობთ რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას რა გვაძლევს ამის საფუძველს? ამის საფუძველს გვაძლევს ის პროგნოზი რომელიც დღეს გვაქვს. ახლა არის 12.5% და ეს პროდუქტები რომელიც აძვირებს, ის სამუდამოდ არ გაძვირდება," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.