20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ზემო სვანეთისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა  

ზემო სვანეთისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, შიდა სახელმწიფოებრივი გზის 43-ე კილომეტრზე, გზის სავალი ნაწილი ორივე მიმართულებით გახსნილია.

ქვათაცვენის გამო ჩამოშლილი გზის სავალის ნაწილის ერთი მონაკვეთის გახსნა იმავე დღეს, 6 დეკემბერსვე გახდა შესაძლებელი, დღეს კი გზის სავალი ნაწილის მეორე მხარის გახსნაც გახდა შესაძლებელი.

გზის მეორე ნაწილზე ჩამოწოლილი, ქვის დიდი ლოდისგან გზის გასუფთავება ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოხერხდა.

ადგილზე სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.

დღის ამბები