16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
სააკაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემის არ შეშინებია - შოთა თუთბერიძე განმარტავს რატომ არ დაესწრო მე-3 პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს 

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომლის მიხედვითაც მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან არ ესწრება. სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება და სტუმრების მიღებას განაგრძობს.

ექსპრეზიდენტი დღეს მისმა უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან ერთად ადევნებს თვალს სასამართლო პროცესს. 

"მოვედი პრეზიდენტთან შესახვედრად იმისათვის, რომ პროცესს თვალი ვადევნოთ. მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება ამ საქმეში იყოს და ის ზოგადი სიტუაცია, რომელიც შექმნილია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საქმეზე ადასტურებს პოლიტიკურ რეპრესიებს. კითხვებზე პასუხის გაცემის მიხეილ სააკაშვილს არ შეშინებია არც ერთ წინა სხდომაზე, პირიქით მიხეილ სააკაშვილის პასუხების ეშინოდა ხელისუფლებას,"- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოსი ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ედავება. 

დღის ამბები