ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა.
ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს სუსტად და უჭირს გადაადგილება.ექიმი განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტს ამ ეტაპზე კუჭ-ნაწლავისა და ნეირო-დეფიციტური პრობლემა აწუხებს.
"მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია. გრძელდება საერთო სისუსტე ასევე ავღნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. რასაც ემატება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ რა უნდა ვქნათ, ასევე მეორე არის ნეირო-დეფიციტი,"-განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.